Church finder
მცხეთის ანტიოქია
მცხეთა, MM
Georgian Orthodox Historic
History
მცხეთის ანტიოქია, წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძარი — ეკლესია დგას მცხეთა-მთიანეთის მხარეში მცხეთაში მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესართავთან. შედგება სხვადასხვა დროის ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთით ნავიდან გადაკეთებული დარბაზული ეკლესიისაგან (VII–VIII სს.), კარიბჭისა და კარიბჭეზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVII სს.). ეკლესიის სამი კედელი და კარიბჭე ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით, ხოლო ეკლესიის სამხრეთი კედელი (გვიანდელია) და სათავდაცვო კოშკი — ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით. 2002 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სტეფანწმინდის ტაძართან ამოქმედდა წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის დედათა მონასტერი.
From Wikipedia, CC BY-SAOther churches near მცხეთა, MM
წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის დედათა მონასტერიGeorgian Orthodox · მცხეთა, MM0.0 kmსვეტიცხოვლის საკათდრო ტაძარიGeorgian Orthodox · მცხეთა, MM0.3 kmბეთლემის ღვთისმშობლის სახელობის გამოქვაბულიGeorgian Orthodox · მცხეთა, MM0.4 kmსამთავროს წმინდა ნინოს მონასტერიGeorgian Orthodox · მცხეთა, MM0.7 kmწმინდა ნინოს ეკლესიაGeorgian Orthodox · მცხეთა, MM0.7 kmწმინდა ნინოს სალოცავიGeorgian Orthodox · მცხეთა, MM0.8 km