წმინდა ნინოს ეკლესია
თბილისი, Tbilisi
History
მთაწმინდის წმინდა ნინოს ტაძარი — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში (მთაწმინდის რაიონი), შიო ჩიტაძის ქუჩაზე. ეკლესია ააგეს 1850-იან წლებში, იმდროინდელ გარეთუბანში, წმინდა ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის ეზოში, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მეუღლის ელისაბედის თაოსნობით და შემოწირულობით. საბჭოთა პერიოდში ეკლესია გაუქმდა და მისი შენობა საშუალო სკოლის (ამჟამინდელი 47-ე საჯარო სკოლის) სპორტულ დარბაზად გამოიყენებოდა. 1990-იან წლებში ეკლესია განახლდა და გაფართოვდა. 1999 წელს აღდგა ღვთისმსახურება. ეკლესია წარმოადგენს აგურით ნაშენ სამნავიან ბაზილიკას. კარიბჭის ზემოთ მიშენებულია სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც ეყრდნობა რვა სვეტს. ეკლესია ორსართულიანია. მასში ორი ტრაპეზია: წმიდა ნინოს სახელობის და წმიდათა ზაბულონისა და სოსანას (წმიდა ნინოს მშობლების) სახელობისა.
From Wikipedia, CC BY-SA