Church finder

Church of the Assumption of the Virgin Mary

გელათი, IM

Georgian OrthodoxFounded 1106

History

გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი. აგებულია ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. სახელწოდება „გელათი“ შესაძლოა მომდინარეობდეს იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭის „გენნათის“ სახელიდან.

From Wikipedia, CC BY-SA

Other churches near გელათი, IM